PACE

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იტალიელი მიკელე ნიკოლეტი გახდა

PACE

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იტალიელი მიკელე ნიკოლეტი გახდა. ის დღეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიაზე დაამტკიცეს.

ნიკოლეტი თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო - ასამბლეის სპიკერის პოსტის დაკავების სურვილი არც ერთ სხვა დეპუტატს არ გამოუთქვამს.

მიკელე ნიკოლეტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 49-ე პრეზიდენტია, ასევე მეორე იტალიელი, რომელიც ამ პოსტს იკავებს. 

საპარლამენტო ასამბლეის წინა პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან გასული წლის 6 ოქტომბერს გადადგა. მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეები სკანდალთან იყო დაკავშირებული - აგრამუნტი 2017 წლის მარტში რუსეთის დიპლომატიურ დელეგაციასთან ერთად სირიაში იმყოფებოდა. მან დაათვალიერა სირიაში რუსული სამხედრო ბაზა და შეხვედრა გამართა სირიის პრეზიდენტ ბაშაr ალ-ასადთან. ასამბლეამ მალევე გაავრცელა განცხადება, რომ აგრამუნტის ვიზიტი მათთან შეთანხმებული არ იყო. PACE მას კორუფციულ გარიგეგებში მონაწილეობასაც აბრალებდა. 

აგრამუნტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობას რამდენიმე თვით სტელა კირიაკიდესი ასრულებდა. 

კომენტარები