სამართალდამცველებმა, 1970 წელს დაბადებული თ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქევხიანში მცხოვრებმა თ.ვ.-მ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





