კატალონია

ტაბარნიის ფიქციურმა რეგიონმა პრეზიდენტი აირჩია და კატალონიისგან გამოყოფას ითხოვს

ალბერტ ბოადელა
The Guardian

კატალონიაში, ფიქციური რეგიონი, სახელად ტაბარნია, რომელიც ტარაგონადან ბარსელონამდე გადაჭიმულ ზღვირპირა რეგიონებს მოიცავს რეფერენდუმს და რეგიონისაგან გამოყოფას მოითხოვს. მათ საკუთარ პრეზიდენტად მსახიობი და თეატის პროდიუსერი ალბერტ ბოადელა აირჩიეს.

პროექტი კატალონიის რეფერენდუმის წინააღმდეგ იუმორისტულ გაბრძოლებას წარმოადგენს. პროექტის იდეის ავტორების და მხარდამჭერების თქმით ისინი იმავე არგუმენტებს იყენებენ კატალონიის წინააღმდეგ, რასაც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები ესპანეთის წინააღმდეგ.

"ბარსელონა კატალონია არ არის" - ასე ეხმიანება მოძრაობა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა ლოზუნგს "კატალონია ესპანეთი არ არის." ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ ბარსელონა ეკონომიკურ სარგებელს არ იღებს რეგიონში ყოფნისაგან.

მათი თქმით ამ რეგიონის მოსახლეობას ხმა არ მიუცია ესპანეთისგან გამოყოფის მომხრე კანდიდატებისათვის.

ცენტრალურ ბარსელონაში გამართულ შეხვედრაზე, ვიდეო ჩართვის მეშვეობით, მადრიდში "გაქცეული" ალბერტ ბოადელა ტაბარნიის პრეზიდენტად აირჩიეს. ეს ქმედება კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლოს პუჩემონტის კატალონიის პრეზიდენტად ვიდეო ჩართვებით ბრიუსელიდან დანიშვნის ინიციატივას ეხმიანება.

74 წლის ალბერტ ბოადელა კატალონიის ერთ-ერთი წამყვანი თეატრის ხელმძღვანელი იყო, თუმცა ბარსელონადან მადრიდში 2007 წელს გადავიდა, რადგან, მისი თქმით, ნაციონალისტები მას ბოიკოტს უცხადებდნენ.

"მათ დაყვეს კატალონია და ესპანეთი და თუ უფლებას მისცემენ ევროპასაც დაყოფენ." "ტაბარნიაში ადგილი ყველასთვის არის." თქვა მან "ინაუგურაციისას"

ტაბარნიის კატალონიისაგან გამოყოფის ონლაინ პეტიციას ათობით ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის ახალი მთავრობა მუშაობას ოთხშაბათიდან შეუდგება. მათ პარლამენტის სპიკერი და შემდგომ რეგიონის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. იმ შემთხვევაში, თუ სამთავრობო კოალიცია ვერ ჩამოყალიბდება, ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

კომენტარები