ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კატალონია

კატალონიაში მომიტინგეებმა მაგისტრალი გადაკეტეს

ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2019 - 13:44
tbl.ge/46dq
დაკოპირდა

კატალონიაში ჟირონაში ასეულობით მომიტინგემ AP-7 მაგისტრალის ორივე სავალი ნაწილი გადაკეტეს.

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც კატალონიაში ესპანეთისგან დამოუკიდებლობის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი აქციები იმართება, რაც რამდენჯერმე სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.  

მაგისტრალზე მომიტინგეებმა ხის მასალისგან და ღობეებისგან რამდენიმე პარალელური ბარიკადი ააგეს. მომიტინგეებს ხელში ეკავათ პლაკატები მოწოდებით - "ესპანეთო, დაჯექით და ვილაპარაკოთ". 

მაგისტრალი ესპანეთს საფრანგეთთან აკავშირებს. საფრანგეთის სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია სულ მცირე 18 მომიტინგე.

კატალონიელებმა ბასკების ქვეყანაში საფრანგეთის საზღვართან ქალაქ ირუნთან მაგისტრალი გუშინაც გადაკეტეს, რამაც 11 კილომეტრიანი საცობი გამოიწვია.

როგორც გაირკვა, მაგისტრალი მომიტინგეთა ჯგუფმა დემოკრატიულმა ცუნამმა გადაკეტა, რომელსაც კატალონიის დამოუკიდებლობისთვის საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა სურს. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერმა ჟოაკიმ ტორამ თქვა, რომ ორ წელიწადში დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

კატალონიაესპანეთიკატალონიის დამოუკიდებლობა

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 15 თებერვალი, 2021 - 10:53კატალონიაში რეგიონული პარლამენტის არჩევნები ჩატარდა
  • პარასკევი, 7 თებერვალი, 2020 - 18:51კატალონიის რეგიონული ლიდერი: ჩვენ დამოუკიდებლები ვიქნებით
  • კვირა, 27 ოქტომბერი, 2019 - 10:57ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
  • შაბათი, 19 ოქტომბერი, 2019 - 00:18ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
  • ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2019 - 18:20კატალონიის ლიდერი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2 წელიწადში უნდა ჩატარდეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕