საერთო სასამართლოები

TI: სასამართლოების აპარატის მოხელეებს ხელფასი შეუმცირდათ, მენეჯერებს კი - გაეზარდათ

TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 იანვარს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მანდატურებს, სხდომის მდივნებს და მოსამართლის თანაშემწეებს. სასამართლოების მენეჯერებისა და ბიუროს უფროსების შემოსავალი კი გაიზარდა. 

ასევე, ყოველთვიური დანამატის ოდენობა 700 ლარიდან 1200 ლარამდე გაეზარდათ საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომელთაც თავიანთი დამატებითი ფუნქციის გათვალისწინებით სასამართლოში საქმეების განხილვის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, სასამართლოს საქმიანობასა და მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ თანაშემწეები და სხდომის მდივნები, რომელთა არსებული ანაზღაურებაც მათ ყოველდღიურ დატვირთვასთან შედარებით შეუსაბამოდ დაბალია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლოების აპარატის თანამშრომლებისათვის ანაზღაურების კიდევ უფრო შემცირება, განსაკუთრებით საბჭოს წევრებისა და აპარატის ხელმძღვანელი პირების ანაზღაურების ზრდის ფონზე, უსამართლოა და წარმოადგენს საბიუჯეტო თანხების არასათანადო ხარჯვას, რაც უარყოფითად აისახება აპარატის თანამშრომლების სამუშაო მოტივაციაზე და სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემაზე.

კომენტარები