აშშ-თურქეთი

ერდოღანი: აშშ თურქეთისა და სირიის საზღვარზე ტერორისტულ არმიას ქმნის

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ თურქეთისა და სირიის საზღვარზე "ტერორისტული არმიის მშენებლობაში" დაადანაშაულა.

მისი კომენტარი კვირას აშშ-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც მათ აღიარეს, რომ წვრთნიდნენ და იარაღს აწვდიდნენ სირიის დემოკრატიულ ძალებს (SDF). აშშ-ის არმიის განცხადებით ისინი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ ოპერაციებს სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად ახორციელებდნენ და ახალ სირიულ სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებს წვრთნიდნენ. განცხადების მიხედვით ამჟამად 230 ადამიანს წვრთნიან, თუმცა საბოლოო მიზანს 30,000-იანი ძალის შექმნა წარმოადგენს.

სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში შედის ქურთული სახალხო დაცვის შენაერთებიც (YPG). ამ შენაერთებმა ჩრდილოეთ სირიიდან და რაკადან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განდევნაში დიდი როლი ითამაშეს. თურქეთი მათ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სირიულ ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს.

"აშშ-მა აღიარა რომ შექმნა ტერორისტული არმია ჩვენს საზღვართან. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ჩავახშოთ ეს მცდელობა მანამ, სანამ დაიბადება." თქვა ეროღანმა ანკარაში ერთ-ერთი ქარხნის გახსნისას გაკეთებულ განცხადებაში.

"ამ არმიას მოღალატეთა არმია უნდა ერქვას. როგორც კი ეს 30,000-იანი ძლიერი ტერორისტული არმია საფრთის ქვეშ დადგება, ისინი პირველები იქნებიან, ვინც თავიანთ იარაღს ამერიკის წინააღმდეგ აღმართავენ."

"ჩვენ ვუთხარით ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს: არ ჩადგეთ ჩვენსა და ტერორისტებს შორის, ჩვენსა და მკვლელებს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება წარმოშვას არასასურველი სიტუაცია და ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებლები."

"ჩამოხსენით თქვენი დროშები ტერორისტული ბაზებიდან, რათა ჩვენ არ მოგვიწიოს მათი დაბრუნება თქვენთვის. მოაცილეთ თქვენი საიდენთიფიკაციო კომპლექტი ტერორისტების უნიფერომებს, რათა ჩვენ არ მოგვიწიოს მათი დამარხვა ტერორისტებთან ერთად." თქვა მან.

კომენტარები