არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძემ FACEBOOK-ზე კიდევ ერთხელ დაწერა, რომ შეჭირვებული ოჯახები მოინახულა

Archil Talakvadze/Fb.com

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ facebook-ში კიდევ ერთხელ დაწერა, რომ სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა.

"ოზურგეთში, სოფელ დვაბზუსა და მშვიდობაურში სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში მივედით. წელს უფრო მეტს შევძლებთ. ერთად მოვერევით სიღარიბეს. ჩვენს ეზო-კარს და ქვეყანას უფრო მოვუვლით. მიწას დავამუშავებთ. სტუმრებს დავხვდებით. შვილები გაგვიმართლებენ" - აღნიშნავს თალაკვაძე.

მსგავსი შინაარსის Facebook პოსტი პირველი შემთხვევა არ არის არჩილ თალაკვაძის მხრიდან. ერთი თვის წინ, მან ორჯერ დაწერა, რომ სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა, მანამდე კი იმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გზად ადამიანებს დაეხმარა. 

კომენტარები