სექსუალური შევიწროება

ცნობილი ფოტოგრაფი, მარიო ტესტინო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

Theguardian.com

ცნობილი ფოტოგრაფი, მარიო ტესტინო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

The new yorks times-თან საუბარში, მარიო ტესტინო 13-მა ასისტენტნმა და მოდელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მათი თქმით ფოტოგრაფი გადაღებების პერიოდში მასტურბირებდა და მათ ხელით ეხებოდა.

ტესტინოს წარმომადგენელმა იურიდიულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ფოტოგრაფი გაოცებულია ბრალდებების გაგებით და აცხადებს, რომ მათი დადასტურება შეუძლებელია. 

სექსუალური შევიწროების ბრალდებების შემდეგ, მოდაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამოცემამ Conde Nast-მა მარიო ტესტინო გაათავისუფლა. Conde Nast ვოგის გამომცემი კომპანიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიო ტესტინო ვოგისთვის ვეღარ გადაიღებს.

კომენტარები