სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი

სერბეთის პატრიარქმა ირიონეოსმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი მიიღო

პატრიარქი ირინეოსი და ანატოლი ბიბილოვი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა რეზიდენციაში მიიღო. საოკუპაციო რეჟიმმა ფოტოები და განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და მისი დელეგაცია პატრიარქ ირინეოსს ხვდებიან.

სერბეთის პატრიარქი და ანატოლი ბიბილოვი

"პატრიარქმა ირინეოსმა უსურვა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და სამხრეთ ოსეთის ხალხს სიკეთე და აყვავება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები