მოგზაურობა

15 ნოემბრიდან, Wizzair-ი ქუთაისი-ვენის მიმართულებას ამატებს

WizzAir

15 ნოემბრიდან, ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისი-ვენის მიმართულებას ამატებს. რეისები კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. ბილეთის ფასი კი, 19.99 ევროდან დაიწყება.

Wizzair-ი ქუთაისიდან უკვე დაფრინავს ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგენის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის და ლონდონის მიმართულებით. 2018 წლის 31 მარტიდან, Wizzair-ი ვროცლავის და რიგის მიმართულებითაც იფრენს. ხოლო მაისიდან - ათენის, რომის, პარიზის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით.

კომენტარები