5 იანვრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. დოლართან მიმართებით ლარი 1.16 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ახალი კურსი 2.5967 გახდა, ევროსთან მიმართებით კი გაუფასურებამ 1.32 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ახალი კურსი 3.1285-მდე გაიზარდა.
2017 წლის 11 თვეში ექსპორტი $2.4 მილიარდი დოლარი იყო (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $7.1 მილიარდი დოლარი (8.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში $4.7 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. დეკემბრის ეკონომიკური მონაცემების შესახებ ჯერ-ჯერობით სტატისტიკური ინფორმაცია არ ვრცელდება.





