ირანი

რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში

AP

რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს არ ჩაერიოს ირანის "შიდა საქმეებში."

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეზობელი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა შეძლებს გადალახოს სირთულეები და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან გაძლიერებული და უფრო საიმედო პარტნიორი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში." განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

რიაბკოვის თქმით ვაშინგტონი ცდილობს მომენტი გამოიყენოს და ირანის ბირთვული შეთანხმება ეჭვქვეშ დააყენოს.

ირანმა გაეროს წერილი მისწერა, სადაც აშშ-ის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა გააპროტესტა.

"აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა თავიანთი აბსურდული Tweet-ებით წააქეზეს ირანელები მავნებლური ქმედებებისაკენ." მისწერა გაეროში ირანის ელჩმა გაეროს გენერალურ მდივანს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დემონსტრანტებს თანადგომა გამოუცხადა და Twitter-ზე დაწერა, რომ ისინი შესაფერის დროს აშშ-საგან თანადგომას მიიღებენ.

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები გასულ კვირას დაიწყო. უკანასკნელი მონაცემებით სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეები ეკონომიკურ სტაგნაციას და რეგიონში ირანის სამხედრო კამპანიას აპროტესტებდნენ.

კომენტარები