დონალდ ტრამპი

ტრამპი: შეგვიძლია, გლობალური დათბობა სასიკეთოდ გამოვიყენოთ

Businessinsider

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ შესაძლებელია, "გლობალური დათბობა ამერიკამ სასიკეთოდ გამოიყენოს." ტრამპმა ამის შესახებ თვითერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. 

"ნიუ-იორკში, ისტორიაში ყველაზე ცივი ახალი წლის ღამე იქნება. იქნებ, სასიკეთოდ გამოვიყენოთ, ის გლობალური დათბობა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ჩვენი ქვეყანა, და არა სხვა ქვეყნები, ტრილიონების დახარჯვას აპირებდა." - წერია პოსტში.

დონალდ ტრამპმა მსგავსი შინაარსის განცხადება 2012 წელსაც გააკეთა. მაშინ ის პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ იყო.

"ნიუ-იორკში ცივა. გლობალური დათბობა გვჭირდება." - წერია 2012 წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.

 

კომენტარები