ლარი დოლართან 2.55 თეთრით, ხოლო ევროსთან - 4.10 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6131 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.1169 ლარი.
ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც გაუფასურდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე, ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა. თუმცა, მეორე დღეა, ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება.





