საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის პრინცს თავისუფლების სანაცვლოდ 6 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვენ

BusinessInsider

კორუფციის ბრალდებით დაკავებული საუდის არაბეთის პრინცი ალვალიდ ბინ თალალი თავისუფლების მოპოვებას 6 მილიარდი აშშ დოლარის სანაცვლოდ შეძლებს.

ეს მისი 18.7 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონების დაახლოებით მესამედს წარმოადგენს. პრინცის თქმით ამ თანხის გადახდა მისი მხრიდან ბრალის აღიარება იქნება და ის მზადაა თავი სასამართლოში დაიცვას.

ალვალიდ ბინ თალალი საუდის არაბეთის მთავრობის დარწმუნებას ცდილობს, რომ სანაცვლოდ მისი კომპანიის ნაწილი მიიღონ, რომელის ფასი 8.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, კომპანიის აქციების ფასი პრინცის დაკავების შემდეგ 14%-ით დაეცა.

ნოემბრის ბოლოს კიდევ ერთი პრინცი, მუტალიბ ბინ აბდულა ერთი მილიარდი აშშ დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ახალმა ანტიკორუფციულმა ორგანომ, რომელსაც ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს, 11 პრინცი, ოთხი მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი დააკავა. მოულოდნელი წმენდა საუდის არაბეთში მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენციიდან ორიოდე კვირის თავზე მოხდა.

პრინცების და ბიზნესმენების ნაწილი დედაქალაქში, რიც კარლტონის სასტუმროში ყავთ დაკავებული.

კომენტარები