სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე, კომპანია ვისოლის ავტოგასამართ სადგურში შეიჭრა, ოპერატორს დანის მუქარით 290 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





