დღეს არსებული კანონი გარკვეულ ნაწილში არის რეპრესიული და ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ახალ სტატუს-კვოს ქმნიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით კანონის შეცვლის ინიციატორებს იმაში, რომ რაც შეეხება ნარკომომხმარებლის შემოწმების ან ნარკოდანაშაულის სასჯელის უფრო ჰუმანურად გახდომის ნაწილს, აქ პროგრესი გვჭირდება. გვაქვს რამდენიმე შეკითხვა, რაზეც ვფიქრობ, კომუნიკაციით საერთო ენას გამოვნახავთ: მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები თუ მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილებები, გამოვიკვლიოთ თუ არა საზოგადოებრივი აზრი; სად გადის ზღვარი მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის; არის თუ არა ეკონომიკურად ჩვენი საზოგადოება მზად, რომ ეს ცვლილება მიიღოს. ეს ის საკითხებია, რომელზეც ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ.
tbl.ge/2p5f
დაკოპირდა

თქვა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- გახარია: როცა მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ
- გოგიჩაიშვილი: ამ მოცემულობაში გახარიას ჩამოსვლა არ იქნება სწორი და რელევანტური
- გახარია: საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ - ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს
- გახარია: არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან და არც მომავალში ექნება
- გახარია: გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად




