ირაკლი კობახიძე

კობახიძე: 6 დეპუტატს ისევ დაეზარა ღილაკზე ხელის მიჭერა

პარლამენტი

​პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი რამდენიმე კანონპროექტს უყარეს, მათ შორის კანონპროექტს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, რომელიც 76 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღეს. 

სხდომის დაწყებამდე რეგისტრაცია 82-მა დეპუტატმა გაიარა. კობახიძემ თქვა, რომ 6 დეპუტატს ღილაკზე თითის მიჭერა დაეზარა. 

"6 დეპუტატს ისევ დაეზარა ღილაკზე ხელის მიჭერა​. არა მგონია, მიზეზი ყოფილი თავშეკავება, დაეზარათ ღილაკზე ხელის მიჭერა", - თქვა კობახიძემ. 

კომენტარები