სურსათის ეროვნული სააგენტო

ცხენის და ვირის ხორცი საკვებში - სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგები

Reuters

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სახეობის ხორცპროდუქტში ცხენის ან ვირის ხორცი აღმოჩნდა.

"სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში - ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. მათ საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ცხენის ან ვირის ხორცის რეალიზაციის შემთხვევაში, აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

"პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები (ვაქცინაცია და ა.შ) და უნდა დაიკლას სასაკლაოზე. სავალდებულოა ხორცი იყოს ეტიკეტირებული და მითითებული იყოს ხორცის სახეობა", - აცხადებს სეს-ი.

სააგენტოს ინფორმაციით, ხორცის სახეობრივი კვლევას 2017 წლის მარტიდან ტარდება. საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია მზა კერძების და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმებულია ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირებაზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო იმ პროდუქტების და მწარმოებლების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, სადაც ცხენის და ვირის ხორცი აღმოჩნდა: 

  • სურსათის დასახელება: საქონლის ხორცის "ბასტურმა". მწარმოებელი: შპს "ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო" – თბილისი, მეველეს ქ. #4. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: ფარში (კოტლეტი). მწარმოებელი: ი/მ იზოლდა ევგენიძე, კაფე-ბარი "ჩვენებურები" – ბათუმი, მაიაკოვსკის ქ.N1. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: ფარში. მწარმოებელი: ი/მ "ბაკური" - ბათუმი, აგრარული ბაზარი. ბათუმი მაიაკოვსკის ქ. N4. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: ხინკალი "რაჭა". მწარმოებელი: შპს "მადა" – თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, მუხიანის დასახლება III მ/რ 4 კორპ., ბ. 45. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: საქონლის ხორცი "ოსტრი". მწარმოებელი: შპს "მაკრატელ"(სასადილო) – ქარელი, ნინოშვილის ქ.N22. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: კატლეტი. მწარმოებელი: ი/მ ოთარი ხარშილაძე (სასადილო) – თბილისი, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: გაყინული ქაბაბი. მწარმოებელი: შპს "იმედი2012" – თბილისი, გლდანის მე-8 მკ რაიონი კ.9. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: გუფთა გაყინული. მწარმოებელი: შპს "გაუშა" – თბილისი, ბოგდან ხმელინსკის ქ.N103. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: საქონლის ხორცის "ბასტურმა". მწარმოებელი: შპს "კავკასიაN1" – თბილისი, ქინძმარაულის #1. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: ქაბაბი გაყინული. მწარმოებელი: შპს "მეგა", ნახევარფაბრიკატების საწარმო. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: ხინკალი გაყინული. მწარმოებელი: ი.მ თეიმურაზ ნიაზაშვილი. დარღვევის ტიპი: ცხენის ხორცი;
  • სურსათის დასახელება: ოსტრი. მწარმოებელი: ი.მ შალვა არჩვაძე საზ. კვება. დარღვევის ტიპი: ვირის ხორცი.

კომენტარები