კრიმინალი

რუსთაველის გამზირზე მოზარდი დაჭრეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოზარდი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ქუჩური გარჩევის დროს დაჭრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას მხოლოდ დაჭრის ფაქტი დაუდასტურეს, სხვა დეტალებს უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კლინიკის პრესსამსახურმა ტაბულას უთხრა, 15 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა და უტარდება კვლევები.

კომენტარები