ლგბტქ უფლებები

სტეფანო გაბანა: არ მინდა რომ გეის მეძახდნენ, მე უბრალოდ ადამიანი ვარ

Independent.com

დოლჩე&გაბანას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სტეფანო გაბანამ ხალხს მოუწოდა, რომ მისი გამორჩევა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეწყვიტონ.

"არ მინდა რომ გეის მეძახდნენ, მე უბრალოდ ადამიანი ვარ, ეს არის და ეს. სიტყვა გეი გამოიგონეს იმ ადამიანებმა, ვისაც ხალხისთვის იარლიკების მიწებება უნდათ. არ მინდა, რომ სადმე ჩემი სექსუალური სურვილების გამო ვიდენტიფიცირდე" - თქვა სტეფანო გაბანამ.

სტეფანო გაბანა ტანსაცმლის ბრენდს თავის ყოფილ პარტნიორთან, დომენიკო დოლჩესთან ერთად მართავს.

"ვფიქრობდი, რომ ხელს შევუწყობდი იმ კულტურის გავრცელებას, რომელიც არა გეი უფლებებზე, არამედ ზოგადად ადამიანის უფლებებზეა დაფუძნებული. ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და შემდეგ ვართ ჰომოსექსუალები, ჰეტეროსექსუალები ან ბისექსუალები." - თქვა სტეფანო გაბანამ.

კომენტარები