ლგბტქ უფლებები

ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით ცირკთან 2 ტრანსგენდერი ქალი დააკავეს

თანასწორობის მოძრაობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ტრანსგენდერი ქალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის/პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით დააკავეს.

ამის შესახებ ტაბულას უწყების პრესსამსახურში უთხრეს.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფმა ტრანსგენდერ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულებმა პატრული გამოიძახეს. ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ პოლიციელები ჰომოფობებს "ნელი ნაბიჯებით გაეკიდნენ" და ვერ დაიჭირეს, რამაც ტრანსგენდერი ქალების გაღიზიანება გამოიწვია. მათ პოლიციელებს ჰომოფობები უწოდეს, რის შემდეგაც, ტრანსგენდერები დააკავეს.

ადგილზე იმყოფებოდა აქტივისტი ნატა ფერაძეც, რომელიც ტერიტორიაზე ტრანსგენდერებისთვის შეშის მისატანად მივიდა. ფერაძე ფეისბუქ ლაივში ჰყვება, რომ პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ის პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც მასთან მიდის კაცი სამოქალაქო ფორმაში და ეუბნება, რომ დაწყნარდეს. საპასუხოდ, ნატა ფერაძემ მას უთხრა:

"დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ".

ამის შემდეგ ნატა ფერაძე დააკავეს. ის რამდენიმე წუთის წინ, ხელწერილით გაათავისუფლეს.

კომენტარები