უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში რუსულის საოკუპაციო ძალების მებრძოლებმა თავდასხმა მოაწყვეს. სააგენტო უნიანის ცნობით, საცხოვრებელ სახლებს გრადის ტიპის დანადგარებიდან სულ მცირე, 15-ჯერ ესროლეს. დაშავებულია 8 ადამიანი, დაზიანებულია 22 სახლი და საერთო საცხოვრებელი, მათ შორის საბავშვო ბაღის, სკოლის და სამედიცინო პუნქტის შენობაც. ასევე, განადგურებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე საგანგებო შტაბი მუშაობს.
დღეს დილით კი უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილმა პრეს ატაშემ, ბაჩო ქორჩილავამ ფეისბუქზე დაწერა, რომ უკრაინაში "ბოევიკებმა" შეტევა ქართული ლეგიონის პოზიციებზე მიიტანეს და 8 ჯარისკაცი დაჭრეს.

ფოტო: Yuriy Mysyagin.





