კონსტანტინოპოლის საპატრიარქო

პატრიარქი ბართლომეოსი: რუსეთის ეკლესია აკურთხებს მღვდლებს და აგზავნის აფხაზეთში

ამ პრობლემას აქვს პოლიტიკური სარჩული და მსოფლიო საპატრიარქო პოლიტიკით არ არის დაკავებული, მაგრამ ეკლესიურად მიგვაჩნია, რომ ეს ადგილები მიეკუთვნება საქართველოს ეკლესიას. ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს ეკლესიასთან ამ საკითხებზე და ბოლოს, როდესაც კონსტანტინოპოლში ვისაუბრე ამ საკითხზე მის უნეტარესობასთან, გვითხრა, რომ გავაგზავნი ერთ-ერთ ქორეპისკოპოსს, შეიძლება მეც წავიდეო. მაშინ ჩვენ, როგორც მსოფლიო საპატრიარქომ, გამოვთქვით სურვილი დავხმარებოდით და გაგვეგზავნა ჩვენც ერთი ეპისკოპოსი, არა იმისთვის, რომ დავუფლებოდით ეპარქიას, რომელიც არ გვეკუთვნის, არამედ დავხმარებოდით დროებითი დაბრკოლების მოგვარებაში. ეს ვერ განხორციელდა, რამდენადაც ვიცი, ვერც მისმა უნეტარესობამ გაგზავნა იქ ქორეპისკოპოსი. მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია მისი ერთი ეპისკოპოსის მეშვეობით ახორციელებს მღვდელთა ხელდასხმას, ანუ აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ვისურვებ, მოწესიგდეს ეს საკითხი, ვისურვებ, რომ ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არასდროს შელახოს ეს საზღვრები

განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა იმედის კვირასთან ინტერვიუში [თარგმანი: ტელეკომპანია იმედი]

კომენტარები