სუს-ი

კვირიკაშვილმა დეპუტატი და ქართუს ყოფილი დირექტორი სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნა

საქართველოს პარლამენტი

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებულებით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.

ლილუაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე პარლამენტი სავარაუდოდ უახლოეს სესიაზე იმსჯელებს.

პრემიერმინისტრის ამ გადაწყვეტილების გამო ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც ლილუაშვილი წარმოადგენდა შუალედური არჩევნები ჩატარდება.

ლილუაშვილი 2016 წელს დავით ნარმანიამ საკუთარ მოადგილედ დანიშნა, იქამდე კი ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მერიაში გადასვლამდე ლილუაშვილი "ქართუ" ჯგუფის, გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

ვახტანგ გომელაურის მოქმედი მოადგილეები არიან: იოსებ გოგაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ალექსი ბატიაშვილი.

კომენტარები