სუს-ი

სუს-ი: ჩვენ მიერ აქციებზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება არ არის კანონდარღვევა

ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბრალდებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, უწყების თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდნენ.  

"აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან",-წერია განცხადებაში. 

ამის მიუხედავად, სუს-ი ბრალდებას არ უარყოფს და განმარტავს, რომ საპროტესტო აქციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება კანონდარღვევა არ არის.  

კომენტარები