ტაბულა

ტაბულამ EED-ის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა

ტაბულამ European Endowment for Democracy (დემოკრატიის ევროპული ფონდი) - სგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, რომ მედია ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეუფერხებლად გააგრძელოს პოლიტიკური პოლარიზაციისა და სარეკლამო ბაზარზე პოლიტიკური გავლენების მიუხედავად, რაც ტაბულას ფინანსურ მდგრადობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს.

EED გრანტებს გასცემს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადგილობრივი აქტორების მხარდასაჭერად, ვინც ქვეყნის დემოკრატიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ტაბულას მიზანია, ამ ინიციატივის ფარგლებშიც, მაღალი ხარიხის ეთიკური ჟურნალისტიკით საზოგადოებაში მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიასა და პოზიტიური ცვლილებებისთვის საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას შეუწყოს ხელი. სხვა არსებით საკითხებთან ერთად, მიზანია ისიც, რომ დააბალანსოს პოლიტიკურად პოლარიზებული გარემო, შეებრძოლოს რუსული პროპაგანდის გავლენას ქვეყანაში, წინ წამოსწიოს ახალგაზრდა პრო-დასავლური ლიდერების თაობა და ხელი შეუწყოს უმცირესობების მიმართ ტოლერანტობის ზრდას.

კომენტარები