მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი: პოროშენკო 3 დღე მთხოვდა, მისი ბლოკიდან მეყარა კენჭი

bbc.com

მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას "პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან" ოდესის ოლქში კენჭისყრა შესთავაზა. 

"მე უკრაინაში საქმისთვის ჩამოვიდა. როდესაც ევრომაიდანმა გაიმარჯვა, მე მუდმივად ჩამომყავდა უცხოელი დელეგაცია. ამასთან, ქართველების დიდი ჯგუფიც ჩამოვიყვანე და ჩვენ რეფორმების შესრულების მცდელობას შევუერთდით. მინდა, ვთქვა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იწყებოდა. აი, მაგალითად, პატრულის რეფორმა - ეს ძალიან კარგი დასაწყისი იყო, ProZorro-ს რეფორმა, მანდაც ჩვენი სპეციალისტები წერდნენ კანონებს,"- თქვა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ყველაზე მეტად უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით ამაყობს.

"მე ვეხმარებოდი ანტიკორუფციული ბიუროს კანონის შექმნაში. ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მინდოდა. მთლიან უწყებაში ახალი, კარგი ადამიანები მოვიდნენ. 2015 წლის ბოლოსთვის ყველაფერი კარგად იყო,"- განაცხადა სააკაშვილმა. 

გადაცემის მსვლელობისას, მოწვეულმა სტუმრებმა და ექსპერტებმა სააკაშვილს უთხრეს, რომ ჩერნიგოვში მისი ვიზიტი და პეტრო პოროშენკოს ბლოკის აგიტაცია მისი მხრიდან შეცდომა იყო. 

"მე არ ვიცოდი, ვინ იყო ბერეზენკო, მაგრამ ვიცოდი, ვინ იყო კორბანი. ჩემი მოსაზრება კორბანზე დღემდე არ შეცვლილა. მე არ ვთვლი, რომ ის კარგი ადამიანია. როდესაც ბერეზნკოს ხვეწნა დაუწყეს, მაშინ უნდა მიმექცია ყურადღება. სამწუხაროდ, მაშინ ეს არ გავაკეთე. თუმცა, თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ კადრს, სადაც ბერეზენკოს აგიტაციას ვეწევი. ამასთან, მე უარი განვაცხადე პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან კენჭისყრაზე ოდესის ოლქში. პოროშენკო 3 დღის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ მე უარი ვუთხარი, რადგან სიაში ბევრი არამზადა იყო,"- ამბობს სააკაშვილი. 

კომენტარები