მიხეილ სააკაშვილის საქმე

უკრაინელი პროკურორი: რუსეთის მხრიდან სააკაშვილის ლიკვიდირების საფრთხე არსებობს

კადრი პირდაპირი ეთერიდან

გაზეთ Украинская правда-ს ინფორმაციით, ბრალდების მხარემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხხდომაზე თქვა, რომ რუსეთის სპეცაგენტების მხრიდან სააკაშვილის ლიკვიდირების საფრთხე არსებობს, რათა მოხდეს უკრაინის დესტაბილიზაცია. 

"არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში თავის ნდობით აღჭურვილი პირების საშუალებით სააკაშვილსა და დანგაძეზე გასვლას ცდილობს, რომ გაარკვიოს მათსა და კურჩენკოს შორის მოლაპარაკებების დეტალები. სიტუაციის დესტაბილიზაციის ერთერთი ხერხია, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახური შეეცადოს სააკაშვილისა და დანგაძის ლიკვიდირებას,"- თქვა პროკურორმა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას ელექტრონული სამაჯურით მათ შორის იმისთვისაც, რომ მისი უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. 

"მის მიმართ 24-საათიანი დაცვა ამოქმედდება იმისათვის, რომ ხელი შევუშალოთ ზემოაღნიშნული ჩანაფიქრის განხორციელებას,"- თქვა პროკურორმა.

11 დეკემბერს უკრაინის პეჩორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობას ითხოვდა. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ექსპრეზიდენტს ორშაბათს კვლავ დაკითხავენ.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება.

კომენტარები