ლარი

BLOOMBERG-ის სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით 2.55-მდე გამყარდა

bloomberg.com

13 დეკემბერს ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გამყარებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.551 ლარამდე შემცირდა, რაც ვაჭრობის დაწყებისას არსებულ 2.60-ს 5 თეთრით ჩამოუვარდება. სავარაუდოდ, აღნიშნული გამყარება სებ-ის ოფიციალურ კურსზეც იმოქმედებს. ოფიციალური კურსი დაახლოებით 17:00-ზე გამოქვეყნდება.

დღეისთვის დოლარის ოფიციალური კურსი 2.62 ლარია.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღის განმავლობაში დადებული გარიგეგებების საშუალო მაჩვენებელს წარმოადგენს. აღნიშნულ სისტემაში საქართელოს საფინანსო სექტორის მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული და ისინი აღნიშნული სისტემით ერთმანეთსა და უცხოურ კომპანიებთან დებენ სავალუტო ტრანზაქციებს. 

კომენტარები