ლარი

ეროვნული ბანკი: 1995-99 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების გამოყენების ვადა ამოიწურა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან 1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა ამოიწურა. 

შეზღუდვა მხოლოდ იმ ბანკნოტებზე ვრცელდება, რომლებზეც 1995-99 წლებში გამოშვების თარიღია მითითებული. 2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი კი ისევ რჩება ქვეყნის მასშტაბით გადახდის კანონიერ საშუალებად და საქართველოს ტერიტორიაზე ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით. 

ვადაგასული, ანუ 1995-99 წლებში გამოშვებული ბანკნოტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრებშია შესაძლებელი. 

 

კომენტარები