ლარი

Bloomberg-ის სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით 2.59-მდე გამყარდა


ფოტო: bloomberg.com

12 დეკემბერს ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გამყარებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.595 ლარამდე შემცირდა, რაც ვაჭრობის დაწყებისას არსებულ 2.67-ს 7 თეთრით ჩამოუვარდება. სავარაუდოდ, აღნიშნული გამყარება სებ-ის ოფიციალურ კურსზეც იმოქმედებს. ოფიციალური კურსი დაახლოებით 17:00-ზე გამოქვეყნდება.

დღეისთვის დოლარის ოფიციალური კურსი 2.67 ლარია.

კომენტარები