ქალებზე ძალადობა

სტივენ ტაილერმა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გახსნა

Cnn.com

აეროსმიტის სოლისტმა სტივენ ტაილერმა ატლანტაში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გახსნა.

თავშესაფარს ჯენის სახლი [Janie's Home] ქვია და ის ინსპირირებულია 1989 წელს აეროსმიტის სიმღერისგან, რომელსაც "Janie's Got a Gun" ქვია. 

სიმღერა ბავშვთა ძალადობისა და ინცესტის შესახებ არის, ტაილერის თქმით სწორედ ამიტომ დაარქვა მან მსგავსი სახელი თავშესაფარსაც.

"შენ შეგიძლია შეხედო მათ [ძალადობის მსხვერპლ ქალებს] და ნახო როგორი გულნატკენები არიან. როდესაც რეაბილიტაციის კურსებს გავდიოდი, იქ მყოფი თითქმის ყველა ქალი წარსულში ძალადობის მსხვერპლი იყო. მე ვამაყობ ამ ქალებით. მიხარია, რომ დღეიდან ექნებათ სივრცე, სადაც იქნებიან ისეთები, როგორებიც უნდათ რომ იყვნენ." - წერს სტივენ ტაილერი.

კომენტარები