პრეზიდენტი მარგველაშვილი

პრეზიდენტი: რელიგიას ვაქცევთ ხოლმე თავში ტაბურეტის ჩარტყმის საშუალებად

რელიგიას, რომლის ორი ამოსავალი ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება არის ის, რომ გიყვარდეს მტერი შენი და ნუ განიკითხავ სხვა ადამიანს, ჩვენ ვაქცევთ ერთმანეთისთვის თავში ტაბურეტის ჩარტყმის საშუალებად. ის ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ხშირად მათი რიტორიკაც სავსე არის აგრესიით. თუ მკითხავთ პოლიტიკაზე, მე გეტყვით, რომ ყველაზე მეტად დაფასებული არის პოლიტიკოსი, რომელიც თავის პოზიციას აგრესიულად გამოხატავს. როგორც პოლიტიკოსი, გეტყვით სამწუხარო რეალობას, რაც უფრო აგრესიულად გამოვდიოდი ან გამოვდივარ, მით უფრო მოსაწონი ვარ ხოლმე საზოგადოებისთვის. მით უფრო მეტად მოსწონთ - მიდი უფრო აგრესიული და შემტევი იყავი. ეს არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვტრიალებთ. ამ სივრცეში მერე არ უნდა გაგვიკვირდეს ალბათ, რომ ჩვენი შვილი იქნება აგრესიის მსხვერპლი. აგრესიის მსხვერპლია ნებისმიერი ბავშვი, იქნება ის დაჭრილი თუ ის, ვინც დაჭრის

პრეზიდენტ მარგველაშვილის სიტყვა ქალთა ძალადობის კვირეულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე

კომენტარები