კრიმინალი

შსს: მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას, რუსთავში ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ა. რუსთავში, ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა და გამყიდველს ფულს სძალავდა.

"სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელმა განზრახვა ვერ განახორციელა. პოლიციამ გ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი, ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებსშსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები