ისრაელი-პალესტინა

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს

cnn.com

ისრაელის არმიის ინფორმაციით ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ორივე მათგანი ისრაელის ტერიტორიამდე მიღწევამდე ჩამოვარდა.

რაკეტების გასროლაზე პასუხისმგებლობა ჯიჰადისტურმა სალაფიტურმა დაჯგუფება ალ-თავჰიდის ბრიგადებმა აიღო.

დღის მანძილზე ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მოსაზღვრე ტერიტორიებზე სირენების ხმა ისმის. ღაზას სექტორში პალესტინელები დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ოფიციალურ გამოცხადებას აპროტესტებენ.

კომენტარები