ლგბტქ უფლებები

ავსტრიაში 2019 წლიდან ერთნაირი სქესის ადამიანებს ქორწინება შეეძლებათ

torontosun.com

Cnn-ის ცნობით, ავსტრიის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით ერთნაირი სქესის ადამიანებს 2019 წლის 1 იანვრიდან ქორწინება შეეძლებათ.

სასამართლომ გადაწყვეტილება ორი ქალის მიერ 2009 წელს შეტანილი სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვით მაშინ პარტნიორ ქალებს ვენაში ქორწინებაზე უარი უთხრეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე გააუქმა კანონი, რომელიც ქორწინებას კრძალავდა. აქამდე ავსტრიის მოქალაქეებს მხოლოდ სამოქალაქო პარტნიორობის უფლება ჰქონდათ.

კომენტარები