ოჯახში ძალადობა

დედის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ოზურგეთში 38 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, 1979 წელს დაბადებულმა მ.ა-მ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - 1951 წელს დაბადებულ ლ.ჭ.-ს. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

"ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა. დაკავებული ჩადენილს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები