რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მამაკაცს ბრალად განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლს დანით თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა.
"საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხ.ნ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით სურდა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა სისასტიკით, ითვალისწინებდა შედეგებს და შეგნებულად უშვებდა მას, შესაბამისად, სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში“, - ნათქვამია რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ოჯახში ძალადობა
ცოლის მკვლელობისთვის მამაკაცს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Getty Images




