ასე ვთქვი, რომ ალბათ მიზეზი უნდა ეძებონ თავის თავში, რომ რაღაც გამორჩათ, რაღაცას ვერ ითვალისწინებენ. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ასეთი ტექნოლოგიური, განვითარებული და წინ წასული ამერიკა და ევროპა როგორ შეიძლება აგებდეს რუსეთთან, რომელიც ახლა იწყებს გამოსვლას. იმიტომ, რომ 90-იან წლებში ცხადია, მას ამის თავი არ ჰქონდა, არც შესაძლებლობა არ გააჩნდა და ბოლო 10-15 წელია, რაც რუსეთი გამოვიდა მსოფლიო არენაზე. მიზეზი უნდა იპოვონ თავის თავში. უკეთესი პიარი, უკეთესი ინფორმირება, ინტერპრეტირება მოვლენების და ფართო გაშუქება. მე ვფიქრობ, რომ ასე მოწოდებული ინფორმაცია უფრო სასიკეთო იქნება ხალხისთვის
საქართველოს საპატრიარქო
მეუფე იოანე: ასეთი განვითარებული ამერიკა და ევროპა როგორ შეიძლება აგებდეს რუსეთთან
tbl.ge/2ndw
დაკოპირდა

რუსთაველი ეპისკოპოსი იოანე აშშ-ში ვიზიტის დროს რუსთავი 2-თან რუსული პროპაგანდის შესახებ საუბრობს. განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ის) ინიციატივითა და ორგანიზებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი ვაშინგტონში 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.
ამავე თემაზე
- "3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას" - როსტომ მაზმიშვილს პატიმრობა შეეფარდა
- პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა
- 1 არხი: საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა
- საქართველოს საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია
- მეუფე ანტონი: სინოდზე დავაყენებთ ბავშვების წამლის, პატიმრობების საკითხებს




