ფინანსები

საქართველოში ბანკების მიერ გაცემული სესხების 2.1% ვადაგადაცილებულია

AP Photo

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი ნოემბრისთვის კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 453 მილიონ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი სესხების 2.1%-ია. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ვადაგადაცილებული სესხები მთლიანი სესხების 2.3%-ს შეადგენდა. ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა დაახლოებით ნახევარი მილიონია.

ამ 453 მილიონი ლარიდან 173 მილიონი ლარი, ანუ 38% ლარში გაცემულ სესხებზე მოდის, 62% კი უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხებია.

ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკას ეროვნული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ქართული ფილიალების მიერ მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე ადგენს. ვადაგადაცილებული სესხები კი არის კლიენტებზე გაცემული სესხებით ვადაგადაცილებული დავალიანების თანხები, რომლებიც არ არის დაფარული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

კომენტარები