ფინანსები

რა ღირს სესხი საქართველოში

ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის ივნისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკაზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 23.3 მილიარდი ლარია. მთლიანი სასესხო პორტფელის ლარიზაციის მაჩვენებელი 45%-ია, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტია. მთლიან სესხებში ლარის სესხების ზრდის მთავარი მიზეზი 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვა და დედოლარიზაციის სხვა რეგულაციებია. ამ ცვლილების გამო მოსახლეობა იძულებულია აიღოს ლარის სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთიც დოლართან შედარებით უფრო ძვირია.

2010 წლიდან დღემდე, ლარში არსებულ გრძელვადიან სესხებზე განაკვეთი მკვეთრად შემცირდა, თუმცა ის მაინც ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დოლარის გრძელვადიანი სესხი. 

2017 წელს მიღებული ცვლილებებით, აიკრძალა 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა, აიკრძალა რეკლამირებისას ქონების/მომსახურების საფასურის დოლარში მითითება. ასევე, ძალაში შევიდა სესხების "გალარების" ნორმები, რომლითაც მოქალაქეებს დოლარში აღებული იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა შეეძლოთ, რისთვისაც მთავრობა მათ სპეციალურ სუბსიდიას აძლევდა. "გალარების" აქციით $80 მილიონი დოლარის ღირებულების სასესხო პორტფელი გალარდა.

დედოლარიზაციის სამთავრობო პროგრამის მიზანი უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირებაა. 

 

კომენტარები