სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ჭიაბერაშვილი: ხელისუფლება ვალდებულია, მინიმალური ინფორმაცია მაინც გაავრცელოს

ხელისუფლება ვალდებულია მინიმალური ინფორმაცია მაინც მიაწოდოს საზოგადოებას. თუ დასტურდება, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილი ჩატაევია, ეს ხელისუფლებისათვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება იმიტომ, რომ სწორედ ეს ხელისუფლება და ქართული ოცნება იყო, რომელმაც ჩატაევი, საქართველოში დაპატიმრებული, ძალიან საეჭვო გარემოებებში გაათავისუფლა და ქვეყნიდან გაუშვა. მაშინ მათ მოუწევთ ახსნა თავის დროზე რატომ მოხდა ეს. ამ ეტაპზე, ყველაფერი არის მხოლოდ ვარაუდი, რომელიც უნდა დადასტურდეს. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის და ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციული ვაკუუმის და კითხვების შესახებ. 

კომენტარები