დღევანდელი სპეცოპერაციის ყველა დეტალი მაქსიმალურად უნდა იყოს გასაჯაროებული. მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რაც უფრო მალე მოხდება ეს და ნაკლებად დაგვიანდება, იქნება უკეთესი. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სპეცოპერაციები მსხვერპლისა და დანაკარგის გარეშე ტარდებოდეს. რაც მთავარია და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, პასუხისმგებლობა რჩება: ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველოდან გაუშვეს, მანამდე ციხიდან გაათავისუფლეს და შემდეგ საქართველოში ისე გადმოიყვანეს, რომ ამაზე ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო
სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
კაპანაძე: კითხვა, ვისი პასუხისმგებლობაა ჩატაევის გათავისუფლება, პასუხგაუცემელია
tbl.ge/2p9a
დაკოპირდა
თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ პანკისის სპეცოპერაციის შეფასებისას. დღეს გამთენიისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისში სპეცოპერაცია ჩაატარა და მისი განცხადებით, 21-22 ნოემბრის თბილისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ადამიანები დააკავა. დღესვე დასახელდა იმ ადამიანების გვარები, ვინც 22 ნოემბერს თბილისში დააკავეს და ლიკვიდაცია მოახდინეს.
ამავე თემაზე
- სუს: ხელყუმბარაზე არის მაჩალიკაშვილის დნმ და ანაბეჭდი, რომელიც შედარებისთვის უვარგისია
- სესიაშვილი: ტერორისტებს რომ გეგმა შეესრულებინათ, ქვეყნის განვითარება შეჩერდებოდა
- კაპანაძე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე: მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია
- ბიბილაშვილი: არსებობს ვარაუდი, რომ ტერორისტულ ჯგუფს ხელისუფლებაში მფარველი ჰყავდა
- სუს-მა თბილისის სპეცოპერაციისას დაკავებულის და ლიკვიდირებულების გვარები დაასახელა