სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

კაპანაძე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე: მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია

მთავარი კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ჩემთვის ყველაზე მთავარი კითხვა არის, ვის ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ახმედ ჩატაევი ჯერ ციხიდან გაუშვეს, მერე ქვეყნიდან გაუშვეს, შემდეგ ქვეყანაში შემოვიდა და, როგორც ჩანს, იმოძრავა მთელი ამ დროის განმავლობაში იმიტომ, რომ შეუძლებელია, ეს ყველაფერი მომხდარიყო რაღაც კოორდინაციის გარეშე, ვთქვათ, იგივე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან 

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე რუსთავი 2-თან საუბრისას. კაპანაძე საუბრობს 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე

კომენტარები