სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ჩუგოშვილი სპეცოპერაციაზე: ამ შემთხვევის შეფასება პოლიტიკოსებს არც უნდა სთხოვოთ

ეს ის შემთხვევა არის, როცა პოლიტიკოსებს არც უნდა სთხოვოთ მე მგონი, შეფასება. შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ განცხადება. მე ვერანაირ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მწუხარებას გამოვთქვამ გმირი პოლიციელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს... [რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას], ეს მისი პოზიციაა, არ გავაკეთებ ამაზე კომენტარს, უნდა მივცეთ სამართალმწარმოებლებს შესაძლებლობა, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები გამოიძიონ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. მე მგონი, არ ვაცდით ძალოვნებს მუშაობას მოცემულ შემთხვევაში.

ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.

კომენტარები