შსს

შსს: სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალქალაქისა და ადიგენის რაიონებში მცხოვრებმა პირებმა, 1985 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1981 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ, პოლიციის ადგილობრივ დეპარტამენტში ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარადგინეს და ჩააბარეს. 

"სულ ჩაბარებულია: 2 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 112 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 4 კილოგრამზე მეტი ტროტილი, ტყვიამფრქვევის 1 ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის შემადგენელი ნაწილი და სასიგნალო პისტოლეტის 5 ვაზნა,"- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მოქალაქეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ. 

კომენტარები