სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

კობახიძე: ექსპერტობას იბრალებენ, სპეცოპერაცია სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ

პარლამენტი

ირაკლი კობახიძის თქმით, ჩატარებული სპეცოპერაცია გამოცდილმა ადამიანებმა უნდა შეაფასონ.

„მე არ ვარ ამ საქმის ექსპერტი. გამოდიან ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, იბრალებენ ექსპერტობას ამ სფეროში. ყველას ვურჩევდი, რომ ასეთი შეფასებებისგან თავი შეიკავონ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მე ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ეს საკითხი უნდა შეფასდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც აქვს შესაბამის გამოცდილება ამ კუთხით და პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან“,- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისივე თქმით, სპეცოპერაციის საკითხის განხილვა შესაძლოა სხვადასხვა ფორმატში შედგეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი სამართალდამცავი ორგანოებისგან კონკრეტულ ინფორმაციას ელოდება, რის საფუძველზეც შეიძლება გადაწყდეს, იქნება თუ არა საჭირო საპარლამენტო ფორმატი ამ საკითხზე სამსჯელოდ. მისივე თქმით, არსებობს კითხვებიც.

"კითხვები არსებობს და ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოგვაწოდონ ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ოპერაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, უნდა გაგრძელდეს თუ არა განხილვები და რა ფორმატში უნდა გაგრძელდეს განხილვები ამ საკითხთან დაკავშირებით“,- ამბობს ირაკლი კობახიძე

კომენტარები