სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ადვოკატი: სუს-ის დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა, ის სპეცოპერაციამდე აიყვანეს

Reuters

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატი დაკავებულის ვინაობას არ ამხელს. იმედა ქარქაშაძის თქმითვე, დაკავებული ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში არ არის. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მისი სახელი და გვარი არ გაჟღერდეს. ის მანამდე დააკავეს, ვიდრე სპეცოპერაცია დაიწყებოდა”, - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

ადვოკატი სუს-ის შენობაში უკვე შევიდა, სადაც დაკავებულს ბრალს წარუდგენენ.

რა შედეგებით დამთავრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები