სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, მინიმუმ 8 ბინა დაზიანდა

წინასწარი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მინიმუმ 8 ბინა დაზიანდა. ისნის გამგეობის ცნობით, აღწერა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"ისნის გამგეობას 8 ოჯახმა მიმართა. მათგან 3 უკვე დაკმაყოფილდა, 5 კი პასუხს ელოდება, შეძლებენ თუ არა საკუთარ ბინებში ცხოვრებას. თუ დასკვნის მიხედვით აღმოჩნდება, რომ ამ ბინებში ცხოვრება არ შეიძლება, ჩვენ მათ ქირით გავიყვანთ“, - აცხადებენ ისნის გამგეობაში.

თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაციის ფარგლებში იყო ორმხრივი სროლა, აფეთქებები, რის გამოც, კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე რამდენჯერმე ხანძარიც გაჩნდა. ჩაიმსხვრა მინები.

დაზარალებულებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას დაპირდა. ამასთან, დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაფარავს.

რა შედეგებით დამთავრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები